ბადრი ჯაფარიძე: მინდა სიცხადე შევიტანო, რატომ დატოვა „ლელომ“ ოპოზიციის მიტინგი ბათუმში

Nusagi

მოძრაობა „ლელო“ ბათუმში ოპოზიციის აქციას გამოეთიშა, მოძრაობის წარმომადგენლებმა მიტინგი დემონსტრაციულად დატოვეს, გავრცელებული ინფორმაციით, „ლელოს“ გაღიზიანება გამოიწვია აქციაზე დარიგებულმა პლაკატებმა  წარწერით: „მიშა ჩამოდი“. 

ინფორმაცია დაადასტურა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია არჩევნების შედეგების გაპროტესტება, ხოლო სხვა მოთხოვნები „ქართული ოცნების  წისქვილზე წყალს ასხამს. 

“აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მინდა სიცხადე შევიტანო. გაერთიანებულ ოპოზიციის მიზანია, რომ ერთობლივად უნდა გავაპროტესტოთ არჩევნების გაყალბება და მოვითხოვოთ არჩევნები ჩატარება. ნაცმოძრაობას თავისი მოთხოვნებს დაყენებას არავინ უკრძალავს, მაგრამ „ლელოს“ მოტივი არის გაპროტესტება და ახალი არჩევნების ჩატარება, ნებისმიერი სხვა ლოზუნგი იწვევს დაბნეულობას და იწევევს იმას, რაც ახლა ბათუმში მოხდა. ამ მოთხოვნას ლელოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამ კონკრეტულ შემთხევაში ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თუ რაიმე მოთხოვნები აქვთ მოქალაქეებს, შეუძლიათ ამ მოთხოვნით ცალკე ჩაატარონ აქციები“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ტვ-პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა შეკრებაზე გამოდიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ტრიბუნაზე, რაც შეეხება სატელევიზიო ჩართვას, ეს პრაქტიკა მათ მიტინგებზე არ არის დანერგილი.  

„ჩვენ ახლა გაერთიანებული ვართ ახალი არჩევნების მოთხოვნით და ნებისმიერი სხვა მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. ჩვენს ყველა შეკრებაზე გამოდიან ნაცმოძრაობის ლიდერები და სატელევიზიო ჩართვების პრაქტიკა არ გვაქვს. ჩვენ ყველა, ვინც ვართ თბილისში, გამოვდივართ ტრიბუნაზე“,-განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ აქვს მიხეილ სააკაშვილს უფლება, რომ მანაც მიმართოს შეკრებილ ხალხს, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ლელოსთვის არ არის აქტუალური სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა. 

„მე არანაირი კავშირი არ მაქვს სააკაშვილთან და არ ვაპირებ მასთან რამე შევათანხმო. ჩვენთვის სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა მნიშვნელოვანი და აქტუალური არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კოორდინირებული ურთიერთობა ნაცმოძრაობის ლიდერებთან, ხატია დეკანოიძესთან, ნიკა მელიასთან. ყოველდღიურად ვიკრიბებით „ლელოს“ ოფისში, რათა მსვლელობები იყო სრულად მშვიდობიანი ხასიათის და გამოირიცხოს ძალადობა, რათა დავგეგმოთ კარგად ჩვენი მიტინგები და არი იყოს მოვლენების გაუთვალისწინებელი განვითარება, რათა არ მოხდეს ოპოზიციის დისკრედიტირება და არ წამოვეგოთ პროვოკაციას“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: