გია ბარამიძე: მე კაცის კაცი არ ვარ, მე კაცი ვარ!

Nusagi

თუ ვინმეს აქვს უფლება, იყოს ასიათასობით ადამიანის ლიდერი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ ტვ-პირველის ეთერში ოპოზიციის ლიდერებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და ერთგული იყოს ამ სიტყვის, თუმცა აქციაზე სააკაშვილის მომხრეების სიმრავლემ ბევრი გააღიზიანა, რაც ამ ერთიანობას უქმნის საფრთხეს.

ხალხის დიდ ნაწილს ეჭირა ხელში „მიშა ჩამოდიო“ და ამას მოყვა გაღიზიანება. ჩემთვის მიშა თავშია, 

„ჩვენი ასობით ათასი ადამიანი რომ გიყურებთ მიტინგზე და ტაშს გიკრავთ, რა უფლებით უნდა გაღიზიანდნენ სხვები სააკაშვილის დანახვაზე?“,-კითხულობს გია ბარამიძე.

პოლიტიკოსმა უპასუხა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვასაც, ვის აღშფოთებას გამოხატავს გია ბარამიძე, საკუთარს, თუ პარტიის ლიდერის?

„მე კაცის კაცი არ ვარ, მე ვარ კაცი და გამოვხატავ საკუთარ აზრს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: