დავით ოქიტაშვილი : რამდენი წელია ვიკავებდი თავს, არ მინდოდა ხმამაღლა მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი

Nusagi

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელით გიორგი ბარამიძეს მიმართავს.

„რამდენი წელია ვიკავებდი თავსარ მინდოდა, ხმამაღლა მეთქვა ის, რასაც ამ გარეწარზე ვფიქრობდი დღემდე. შენ ხარ გარეწარი, ბარამიძევ!!! შენ უღალატე ყველაზე ძვირფას გრძნობას ადამიანებში!!! ესაა მეგობრობაშენ უღალატე ზურა ჟვანიას და მის ოჯახს, ვინც კაცად და ადამიანად ეგონათ, რომ გაქციეს! შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი! რა გადაგიხადა ასეთი ამ მწამებელმა, რომ ასე იცავ და ასე გაწირე ზურა ჟვანია და მისი ოჯახი და მისი მხცოვანი დედა, რომელიც ზურასთან ერთად გზრდიდა. გარეწარი ხარ, გარეწარი და მთავარი – ️შენი და შენი მეგობრების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა, თქვენ ხართ სიბნელე და წარსული ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიჩემო ერთგულო მეგობარო, ჩემო ზურაბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგიცავით ამ გარეწრების და მწამებლებისგან!“ – წერს დავით ოქიტაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: