დონალდ ტრამპი: „ანტიფა“ შებინდებას დაელოდა და თავს დაესხა ჩემს მხარდამჭერებს

Nusagi

ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა,-ამის შესახებ NBC News წერს.

ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი დღისით დაიწყო, სხვებთან ერთად მასში მონაწილეობას იღებდა ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია Proud Boys.

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს ქალაქის ცენტრი, ისინი ხმების გადათვლას ითხოვდნენ. პროტესტს მხარი თავად ტრამპმაც დაუჭირა: პრეზიდენტი მომიტინგეებს ავტომობილიდან მიესალმა და ხელი დაუქნია.

საღამოს ქუჩებში ტრამპის მოწინააღმდეგეები გავიდნენ. შუაღამის მოახლოებისას კი, დემონსტრაცია შეტაკებებში გადაიზარდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბასრი საგნით ჭრილობები მიიღო, დაშავდა ორი პოლიციელი. 

სამართალდამცველებმა დაპირისპირების 20 მონაწილე დააკავეს, თუმცა უცნობია, რამდენია მთგან ტრამპის მხარდამჭერი და რამდენი- ბაიდენის.

თავად პრეზიდენტმა თავდასხმაში ულტრამემარცხენე ორგანიზაცია „ანტიფა“ დაადანაშაულა.

„ანტიფა შებინდებას დაელოდა, როდესაც მომიტინგეთა 99% დაიშალა. ამ ორგანიზაციის წევრები თავს დაესხნენ უდანაშაულო ადამიანებს, ორგანიზაცია Make America Great Again-ის წევრებს. პოლიცია, იმოქმდეთ- შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, ნუ გეშინიათ“,-დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: