ეგ კორიდორი რომ მოაწყონ, უბანზე 30 კაცია საჭირო, მაგაზე ნაკლებით, საპატიო ყარაული გამოვა

Nusagi

ეგ კორიდორ-დერეფანი რომ მოაწყონ, თითეულ უბანზე 30 კაცია საჭირო… 15 აქეთ, 15 იქეთ… როგორც მინიმუმ,- ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია ლევან ვარშალომიძის ინიციატივას საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობის შესახებ.

„ნუ, კორიდორის “ვიდუხა” რომ ჰქონდეს… სად ყავთ მაგდენი მობილეზული მხარდამერი… 900 კაცი იყო ბოლო მიტინგზე…
მაგაზე ნაკლებს თუ დააყენებენ, ეგ უკვე საპატიო ყარაულში გავა“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში კი მოვაწყოთ ისევ დიდი აქცია“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ

Facebook Comments
%d bloggers like this: