ნინო ბურჯანაძე: ყველა ერთად მოვალთ და ერთმანეთს გავაწონასწორებთ

Nusagi

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მომიახლოვდა, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატი ეჭირა, მოიხსნა ნიღაბი და მითხრა, რომ ძალიან მიხარია, აქ რომ დგახართო, ასევე ჩემმა მომხრემ თქვა, რა კარგია, ყველა ერთად რომ ვდგავართო,-ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძემ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერების სიმრავლე არ მოეწონა.  

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა, ხელისუფლებაში ყველა ერთად მოვა და ერთმანეთს გააწონასწორებს.

„ახლა არ არის იმის დრო: იმის მომხრე, ამის მომხრე, ვინ მოვა და ვინ არა. ყველანი ერთად მოვალთ და გავაწონასწორებთ ერთმანეთს, ან ყველანი ვიქნებით მონების მდგომარეობაში“,-განაცხადა პოლიტიკოსმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: