ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი, შევიცვალე ბევრ რაღაცაში, დავღვინდი უფრო მეტად

Nusagi

მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლია ჩამოვიდეს და თავი შეწიროს, თუ ამას ხალხი გადაწყვეტს, თუმცა, მნიშვნელოვანია შედეგი.

„მე თვითონ არ ვერთვები მიტინგებზე მეგობრებო. მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა. მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ გაგძარცვეს ბოლომდე, დედა გიტირეს უბრალოდ და უნდა უპასუხოთ და უნდა უპასუხოთ ყველამ. ახლა თქვენი საკითხი დგას და არა სააკაშვილის და არა სხვა გვარის ადამიანის.

მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე – ზვიად გამსახურდია. რა გინდათ, კი ბატონო – ჩამოვალ შევწირავ თავს, „ოქეი“, მაგრამ ხელი თუ არ გავანძირეთ ყველამ, ჩვენ საერთო გამარჯვება გვინდა, რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის თავის შეწირვისთვის, მაგრამ თქვენ რა გინდათ? – გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა ზვარაკად, კიდევ ერთი პრეზიდენტის, საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებულის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, მართლა, ეს ასეა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სიტყვები – „არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა“, არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი.

თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, – განაცხადა მან დასმული კითხვების საპასუხოდ .

„კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი, შევიცვალე ბევრ რაღაცაში. კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებით. მე ჩვენი შეცდომებით ბევრი გამოცდილება მივიღე. 

საქართველო არის ძალიან მძიმე დღეში და ახლა შეიძლება ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას გიჟი სჭირდებოდეს და არა მომჯდარი და სოლოდური“, – ამბობს სააკაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: