ბატონი ავთო გარდაცვლილა.ბოდიშს გიხდით ბატონო ავთო, იმ დაუმსახურებელი კრიტიკისა და გულისტკენისთვის, რომელშიც წვლილი მეც მიმიძღვის-ნინო კვაჭანტირაძე

Nusagi

,,ეს კაცი ავთანდილ ბერიძეა, რამდენიმე წლის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობდა. რაღაც ღონისძიებაზე წვიმაში დაცვა ქოლგით მოაცილებდა და ატყდა ამაზე დაუსრულებელი ღლიცინი, მეც აქაური ვარ და მეც ცუდად ავყევი, არადა არასოდეს მენახა ეს ადამიანი, არ ვიცნობდი. მერე გურულების ჯგუფში დამიმეგობრდა და მოკრძალებული კომენტარებით დამამახსოვრდა… ბოლო კვირაა ამ კაცზე უამრავი კარგი იწერება, ეფერებიან, იხსენებენ მის არაჩვეულებრიობას…

ბატონი ავთო გარდაცვლილაა! ასე ვიცით ჩვენ – მაშინ , როცა თავს დაესხნენ ქოლგის გამო, არავინ გამოქომაგებია, არავის უთქვამს, რომ ეს პროტოკოლით დასაშვებია, არც მის კაიკაცობაზე დაუძრავს ვინმეს კრინტი…ბოდიშს გიხდით ბატონო ავთო, იმ დაუმსახურებელი კრიტიკისა და გულისტკენისთვის, რომელშიც წვლილი მეც მიმიძღვის… ღმერთმა გაგიღოთ სასუფევლის კარი!!!

ადამინებო, სანამ ცოცხლები ვართ, ერთმენეთს მანამ გავუფრთხილდეთ, გარდაცვლილებს თავისი სიკეთეები მიხედავს და ყველაზე დიდი მსაჯული განსჯის!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: