გერმანელი მეცნიერების სენსაციური განცხადება- სამი სახეობის ხილი, რომელიც კორონავირუსს კლავს

Nusagi

ულმის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის სამედიცინო ცენტრისა და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს. კოლოსალური რაოდენობის საკვები პროდუქტების კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხილის სამ სახეობას უნარი აქვს, უჯრედებში ახალი კორონავირუსის შეღწევას შეუშალოს ხელი.

საუბარია მწვანე ჩაიზე, ბროწეულის წვენზე და შავ ცირცელზე. დასკვნაში, რომელიც რამდენიმე სამეცნიერო გამოცემამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  ეს სითხეები შეიცავს ნივთიერებებს, რომელსაც „პოტენციურად შეუძლია SARS-CoV-2-ის ინფექციის შეჩერება. 

ცდების დროს მეცნიერებმა შეურიეს წვენებს ვირუსები (А ტიპის გრიპის, ადენოვირუსის მე-5 ტიპის, წითელასა და SARS-CoV-2-ის), მოახდინეს ოთახის ტემპერატურაზე მათი ინკუბირება და განსაზღვრეს ინფექციური შესაძლებლობები. როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი დაახლოებით 10-ჯერ ამცირებს ინფექციის ძალას, ხოლო შავი ცირცელის წვენი – 3000-ჯერ!

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ წვენებითა და ჩაით პირისა და ყელის ხანგრძლივი გამოვლება, შემდეგ კი ყლაპვა შესაძლოა, საკმაოდ წარმატებული პროფილაქტიკური სტრატეგია იყოს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის-მედიკოსებისა და ხანდაზმულებისთვის. 

Facebook Comments
%d bloggers like this: