თუ ვინმეს არჩევნების გაყალბება და ოფისების დაწვა ნორმალურად მიაჩნია, მაშინ სირცხვილის კორიდორში უნდა გაიაროს – ნინო ბურჯანაძე

Nusagi

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის წინადადებას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისულმა ამომრჩეველმა სირცხვილის კორიდორში უნდა გაიაროს.

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ნორმალურად თვლიან ხმების მოპარვასა და არჩევნების გაყალბებას, სწორედ სირცხვილის კორიდორში უნდა გაიარონ.


„მე მიმაჩნია ერთი რამ – მე მაგალითად თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმები თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმები უნდა იყოს დაცული და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა უნდა იქნას მოპარული და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: