ოჯახის ექიმის გასაგებად კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ

Nusagi

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ, საჭიროების შემთხვევაში, რომელ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. ამასთან, როგორც მინისტრი აცხადებს, პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად შეიქმნა.

“პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები თავიანთი პირადი ნომრებით გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ, სახელი და გვარი მითითებული იქნება. ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკას ან ექიმს უნდა მიმართონ. ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც გამოჩნდება, დამოუკიდებლადაც შეეძლებათ აღნიშნული ვებგვერდის გახსნა – ambulatoria@moh.gov.ge ერქმევა”, – განუცხადეს mshoblebi.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროში.

Facebook Comments
%d bloggers like this: