პერუს დროებითი პრეზიდენტი გადადგა

Nusagi

პერუს პრეზიდენტმა მანუელ მერინომ პოსტი დატოვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

მერინომ დროებითი პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც კონგრესმა პრეზიდენტ მარტინ ვისკარუს იმპიჩმენტი მოუწყო. მას მოკეგუას რეგიონის გუბერნატორად მუშაობის დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

იმპიჩმენტის გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 100-მდე დაშავდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნიდან მეხუთე დღეს მერინომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

Facebook Comments
%d bloggers like this: