რაზე ოცნებობდა დარეჯან მღებრიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსმა იმსხვერპლა

Nusagi

ბევრი იბრძოლა პატიკომ, ძალიან ბევრი და მაინც ვერ გაუძლო, ვერ მოერია. არცერთი არ დაინდო ვირუსმა. არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო,-წერს ფეისბუქმომხმარებელი მარიკა მორჩილაძე და დარეჯან მღებრიშვილის ოჯახის ფოტოს აქვეყნებს.

დარეჯან მღებრიშვილის შესახებ „ინფო ფოსტალიონი“ ერთი კვირის წინ წერდა. ის და მისი ხანშიშესული დედა კორონავირუსით გარდაიცვალნენ. დაუნის სინდრომის მქონე ძმის, პაატას შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მეზობლები ცდილობდნენ. როგორც ირკვევა, ვერც პაატა გაუმკლავდა ვერაგ დაავადებას და დედას და დას შეუერთდა მარადისობაში.

„მინდა, სოფელში მქონდეს პატარა და კოხტა სახლი  ეზოთი, სადაც დედას, დეიდასა და პაატას წავიყვან. ჰაერზე, ყვავილებსა და სიმწვანეში მეყოლებოდნენ და სადაც  დასვენების საშუალება მომეცემოდა. ეს არის ჩემი ოცნება“,-წერდა დარეჯან მღებრიშვილი წერილში, რომელიც USAID-ს მიერ შექმნილ ვებგვერდზე Women of Georgia –ში გამოქვეყნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: