საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება

Nusagi

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.

ამ ერთ დღემდე ოთხი წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით, და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“,- წერს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, მურმან დუმბაძის თქმით,   ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: