სამოქალაქო პლატფორმა „ჩვენ ვართ“ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს სახ. დეპარტამენტს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიმართავს

Nusagi

სამოქალაქო პლატფორმა „ჩვენ ვართ“ (we are) მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიმართავენ.

„მივესალმებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მდივანი მზად არის საქართველოს საზოგადოების აქტიურ ნაწილს შეხვდეს.

გთხოვთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მიიწვიოთ ქართული საზოგადოების შემდეგი წარმომადგენლები:

1. ნათელა სახოკია – სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი
2. ირაკლი კაკაბაძე – საქართველოს განდის ფონდის თავმჯდომარე
3. მამუკა არეშიძე – კავკასიის სპეციალისტი
4. ირაკლი გოგავა – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
5. ვახტანგ მაისაია – პროფესორი, სამხედრო ექსპერტი
6. სოსო მანჯავიძე – ისტორიკოსი
7. ბექა ვარდოსანიძე – ბლოგერი

პატივისცემით,
არაფორმალური საზოგადოებრივი პლატფორმა „ჩვენ ვართ“,- ნათქვამია მიმართვის ტექსტში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: