საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევიდან 1249 თბილისში გამოვლინდა

Nusagi

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 – აჭარაში, 1 248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში – 17 779, იმერეთში – 5 230“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: