Heraldscotland: პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ზე ნაკლებია, საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი

Nusagi

პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი,- ამის შესახებ გამოცემა Heraldscotland გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

„ვინც თბილისის ფარგლებს გარეთ მოინახულებს ვრცელ მწვანე ველებს, ცაში ატყორცნილ მთებს, უკიდეგანოდ გადაჭიმულ ვენახებს, უძველეს ტაძრებს და კლდის წვერზე წამომჯდარ საგუშაგო კოშკებს, დარწმუნდებიან, რომ საქართველო არის საოცნებო ტურისტული მიმართულება – როგორც ამაზე თავად მმართველი პარტიის სახელიც მიუთითებს. საქართველოს რეგიონებში უხვადაა წარმოდგენილი საუკუნოვანი ფორტიფიკაციები, მონასტრები და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მონუმენტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და ავბედით ქარ-ცეცხლში გამოიარეს.

პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი. თანამედროვე „ცარი“ ვლადიმირ პუტინი, რომელიც, როგორც ყოველთვის, მზადაა სხვისი გეგმების ჩასაშლელად, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ფაქტობრივი ანექსია, რომელიც დღეს უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მფარველობის ქვეშ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, – სადაც მწვავე სეპარატისტულმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 2008 წლის აგვისტოში ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, – არსებითად, სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. პუტინის თანხმობით, აფხაზეთში ხორციელდება მხოლოდ UNDP-ის შეზღუდული ვიზიტები; სამხრეთ ოსეთი იქცა რუსულ სამხედრო ბაზად, ხოლო რუსების მიერ დადგენილი ბუნდოვანი სადემარკაციო ხაზები გამაგრებულია მავთულხლართით, რომელსაც სამხედრო კოშკურები იცავენ. უკანონო „საზღვარი“ შუაზე ხლეჩს სოფლებს, მინდვრებს და ბაღებს. ქართველებს, რომლებიც ცდილობენ მავთულხლართის გადაკვეთას მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების სანახავად და ქორწილსა თუ ქელეხში დასასწრებადაც კი, რეგულარულად აკავებენ, ასამართლებენ და აჯარიმებენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისი აფრთხილებს ბრიტანელ მოგზაურებს, არ ჩავიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს.

2008 წლის ომის დროს ასობით ათასი ადამიანი იძულებული იყო, გაქცეულიყო. აფხაზეთის მოსახლეობა, რომელიც ოდესღაც 560 000 ადამიანს შეადგენდა, დღეს შემცირდა 160 000-მდე. ახლადარჩეული ქართული ოცნების პარტია დადგება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე – გადაჭრას კონფლიქტი რუსეთთან და წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.

ისინი კი, ვინც თბილისის ფარგლებს გარეთ მოინახულებს ვრცელ მწვანე ველებს, ცაში ატყორცნილ მთებს, უკიდეგანოდ გადაჭიმულ ვენახებს, უძველეს ტაძრებს და კლდის წვერზე წამომჯდარ საგუშაგო კოშკებს, დარწმუნდებიან, რომ საქართველო არის საოცნებო ტურისტული მიმართულება – როგორც ამაზე თავად მმართველი პარტიის სახელიც მიუთითებს. საქართველოს რეგიონებში უხვადაა წარმოდგენილი საუკუნოვანი ფორტიფიკაციები, მონასტრები და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მონუმენტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და ავბედით ქარ-ცეცხლში გამოიარეს. პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი“, – წერს გამოცემა.

Facebook Comments
%d bloggers like this: