IRI – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა

Nusagi

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა. ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი – ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა. ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში,- საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა. ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში. შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული.

წინასაარჩევნო პერიოდში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრად იყო დაცული, თუმცა არჩევნების დღეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნორმების დაცვა შესუსტდა. როგორც ჩანს, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სურათმა ხელი არ შეუშალა ამომრჩევლის აქტივობას, რომელმაც შეადგინა 56.11%, რაც 2016 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. თუმცა, სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებით ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს, როგორიცაა მარკირების პროცესის დარღვევა, ამომრჩევლისთვის საარჩევნო ჯიხურთან ფოტოს გადაღების ფაქტები, რაც ხმის ფარულობის დარღვევაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებში ბუნდოვანება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სუსტი დაცვა და შემაჯამებელ ოქმების მანიპულაციების ფაქტები. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები მოიცავდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ტენდენციებს“,- ვკითხულობთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

Facebook Comments
%d bloggers like this: