მაია ბუწაშვილი: მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება

Nusagi

მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ. გზებია გამოსანახი, როგორ მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, რაც ხელს შეუწყობს საწოლი ადგილების ოპტიმიზაციას.

„მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ კოვიდის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს საავადმყოფოში. უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები და ამით დავზოგოთ ეს საწოლები კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მთავარი არის ახლა ამ საკითხის მოგვარება და საწოლფონდის ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-ს შეადგენს. გარდაიცვალა 778 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: