Black Lives Matter-ის ლიდერი: ბაიდენს გამარჯვება აფროამერიკელებმა მოუტანეს, მაგრამ მისი და კამალა ჰარისის ისტორია არავის დავიწყებია

Nusagi

მოძრაობა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებელი პატრის კალორსი ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან შეხვედრას ითხოვს. კალორისი მოითხოვს, განმარტებები მიიღოს თუ რას უნდა ელოდნენ აქტივისტები ახალი ადმინისტრაციისგან. წერილში, რომელიც ბაიდენისა და ჰასისის სახელზე გაიგზავნა, ნათქვამია, რომ „შავკანიანთა გადამწყვეტი მხარდაჭერის გარეშე არჩევნების შედეგი განსხვავებული იქნებოდა“. აქტივისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ არჩევნებში ბაიდენს გამარჯვება აფროამერიკელებმა მოუტანეს. 

 Black Lives Matter გეგმავს, გააგრძელოს საპროტესტო აქციები ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ანუ 2021 წლის 20 დეკემბრამდე. შეწყდება თუ არა ამ ვადის შემდეგ დემონსტრაციები და რა საბოლოო მიზანს ისახავს ეს ორგანიზაცია, ჯერჯერობით ამის შესახებ დამფუძნებლები კონკრეტულად არ საუბრობენ. 

როგორც ნიუ იურკში Black Lives Matter-ის თანადამაარსებელმა ჰოკ ნიუსომმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, ბაიდენზე რთულია ითქვას, რომ შავკანიანები ამ კანდიდატურით აღფრთოვანებული არიან. 

მისი თქმით, ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც შეუძლია შავკანიანები იმ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან.

„ ბაიდენს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ყველამ იცის, რომ ის თავიდან მომხრე იყო სეგრეგაციის, ის გამოდიოდა შავკანიანების წინააღმდეგ, მათი ოჯახებიდან გაცალკევებისა და ციხეებში მოთავსების მომხრე იყო. კამალა ჰარისმა კი, კალიფორნიაში პროკურორობის დროს ძალიან ბევრი შავკანიანი გაუშვა ციხეში. ის არასდროს ყოფილა ჩვენი ინტერესების დამცველი. თუმცა ალბათ გასაგებია, თუ რატომ ვარჩიეთ ისინი დონალდ ტრამპს. რაც შეეხება საბოლოო გეგმებს, ჩვენი ორგანიზაცია არ არის ცენტრალიზებული, არსებობს უამრავი დამოუკიდებელი ფორმირება და მათი მიზნებია ჩვენი თემისთვის საუკეთესო განათლებიდან დაწყებული, სხვა ბევრი საკითხის გამოსწორება. კიდევ ვიმეორებ, ბაიდენი და კამილა ჰარისი არ არიან ჩვენი პირველხარისხოვანი რჩეულები, როგორც კი ისინი ოფისში შევლენ, ჩვენ მათ ჩვენი მოთხოვნებით დავბომბავთ“,-აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: