კომპანია „შატო ზეგაანი“ ქართველი ექიმების მხარდასაჭერად მასშტაბურ პროექტს იწყებს

Nusagi

კომპანია „შატო ზეგაანი“ ქართველი ექიმების მხარდასაჭერად მასშტაბურ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა „ბიზნესი ექიმებისთვის“ და მიზნად ისახავს, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მომუშავე ექიმების დასახმარებლად, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვას. 

დღეს „შატო ზეგაანმა“ პროექტის ფარგლებში პირველი აქცია ჩაატარა- თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს კომპანიაში წარმოებული იმუნომასტიმულირებელი საშუალება, წიპწის ზეთი გადასცა.

გიორგი ბერიძე -ინფექციური საავადმყოფოს pr სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი.
თემურ მიქელაძე -შატო ზეგაანის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 

როგორც „შატო ზეგაანის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა, არსებული პანდემიის პირობებში წიპწის ზეთის მიღება ძალიან სასარგებლოა როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკური მიზნისთვის. 

მისი თქმით, წიპწის ზეთი ცივი დაწნეხვის მეთოდითაა მიღებული და შეიცავს ანტიოქსიდანტურ, იმუნომასტიმურილებელ საშუალებებს. ასევე ვიტამინების ფართო სპექტრს.

„ექიმებს დღეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, გვსურს, აქცია გახდეს მასშტაბური და პროექტში სხვა კომპანიებიც ჩაერთონ. აქცია გაგრძელდება თბილისში და რეგიონებში არსებულ კოვიდ საავადმყოფოეში. “,- განაცხადა თემურ მიქელაძემ.

„შატო ზეგაანის“ დაარსებიდან უკვე 25 წელია გასული, თუმცა ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება კომპანიამ 2 წლის წინ დაიწყო და აღნიშნული პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. მსგავსი ტექნოლოგია მანამდე საქართველოში არ იყო დანერგილი. წიპწის ზეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. 

კომპანია გეგმავს, რომ ახალ წლამდე პროდუქტი სააფთიაქო ქსელებში იყოს ხელმისაწვდომი. ამჟამად ზეთის შეძენა შესაძლებელია გუდვილის, ევროპროდუქტის და სხვა ქსელურ მაღაზიებში.

Facebook Comments
%d bloggers like this: