კურტ ვოლკერი – საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა

Nusagi

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელება, – ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც ვოლკერი აღნიშნავს, „აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა – იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას“.

„რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა.

არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: