ნინო ბურჯანაძე არ აკეთებს კომენტარს, რატომ არ არის მისი პარტია ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელმომწერთა შორის

Nusagi

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ აკეთებს კომენტარს, თუ რატომ არ არის მისი პარტია ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელმომწერთა შორის.

საქართველოს პირველი არხი პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნინო ბურჯანაძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება დღეს გაავრცელეს. განცხადების ტექსტი და ხელმომწერთა სია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადების ხელმომწერთა შორის თავდაპირველად 23 პარტია იყო. მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან განცხადება ხელმეორედ გამოიგზავნა, სადაც ხელმომწერთა შორის „ტრიბუნა“ იყო დამატებული.

არც თავდაპირველ და არც მოგვიანებით გამოგზავნილ ვერსიაში განცხადების ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ არის.

Facebook Comments
%d bloggers like this: