საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სახელმწიფო მდივანი ამ წუთებში ტოვებს საქართველოს.

მაიკ პომპეო თბილისის აეროპორტიდან ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელში გაემგზავრება.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მედიასთან ტურნეს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოშ 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მაიკ პომპეო უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას და ილია მეორეს.

„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის“,– განუცხადა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

აშშ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოსულიყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც იყო საფრანგეთში და ისრაელში გამგზავრებამდე, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: