სახელმწიფო დეპარტამენტი: გზავნილი ასეთია – გამოიყენეთ ინსტიტუტები და ნუ გამოუცხადებთ მათ ბოიკოტს თქვენი მიზნების მისაღწევად

Nusagi

გზავნილი ასეთია – გამოიყენეთ ინსტიტუტები და ნუ გამოუცხადებთ მათ ბოიკოტს თქვენი მიზნების მისაღწევად,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველო ინარჩუნებს მტკიცე დასავლურ ორიენტაციას და იქცა მერიკის ძლიერ პარტნიორად.

,,საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დამოუკიდებლობის აღდგენიდან მცირე დროში, ინარჩუნებს მტკიცე დასავლურ ორიენტაციას და იქცა ჩვენს ძლიერ პარტნიორად. ევროკავშირთან თანამშრომლობით ისინი ხაზს უსვამენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის სურვილს. ისინი მართლაც შესანიშნავი პარტნიორები არიან უსაფრთხოების და სამხედრო სფეროებში, ხოლო სახელმწიფო მდივნის სურვილია, ხაზი გაუსვას საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. და, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსების მიერ.

ქართველები დღემდე ებრძვიან მოსკოვის მიერ შექმნილ არასტაბილურობის ელემენტს. ისინი ძალიან მტკიცე პარტნიორები არიან, ხოლო სახელმწიფო მდივნის სურვილია, ხაზი გაუსვას მხარდაჭერას – არ დანებდეთ და იმუშავეთ თქვენ მიერ შექმნილ ინსტიტუტებზე ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემმა კოლეგამ აღწერა, ანუ იმუშავეთ მათზე, რათა დროთა განმავლობაში ისინი სრულყოფილებამდე მიიყვანოთ. სწორედ ესაა სინამდვილეში ჩვენი გზავნილი და სწორედ ამიტომ ჩამოვედით, რათა შევხვდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. იგი ასევე შეხვდება პატრიარქს და გუშინ სტამბოლში გაჟღერებულ თემებს შეეხება. ასევე იქნება მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მდივნის წასვლის შემდეგ საქართველოში დარჩება ჩვენი უფროსი თანამდებობის კოლეგა, რომელიც ასევე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ არასამთავრობოებს, რათა ხაზი გაუსვას დასავლეთის და ევროატლანტიკური საზოგადოების მხრიდან იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ დაეხმარებათ ხსენებული ინსტიტუტების განვითარებაში. და კვლავ, გზავნილი ასეთია: გამოიყენეთ ინსტიტუტები. ნუ გამოუცხადებთ მათ ბოიკოტს თქვენი მიზნების მისაღწევად. ასევე იქნება შეხვედრა ბიზნესმენებთან, რადგან ჩვენი გზავნილი ასევე გულისხმობს ნდობის გაზრდას და ისეთი ბიზნესგარემოს შექმნას, რომელიც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. ეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ამ კუთხისთვის, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, მაგრამ ასევე წარმოადგენს ძალიან რთულ სამეზობლოს“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: