Sinovac Biotech-ის ვაქცინამ ტესტირების პირველ ეტაპებზე დადებითი შედეგი აჩვენა

Nusagi

ჩინეთში შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ტესტირების შუა ეტაპზე პოზიტიურ შედეგს აჩვენებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კომპანია Sinovac Biotech-ის პრეპარატზე, რომელმაც ტესტირების დროს მოხალისეებში სწრაფი იმუნური რეაქცია გამოიწვია. ტესტირების პირველ 2 ეტაპზე 700-მდე ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვაქცინა „სასწრაფო გამოყენებისთვის“ არის შესაფერისი. კლინიკური ცდების მესამე ეტაპის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ პროცესი ბრაზილიაში მიმდინარეობს.

ამასთან, გასულ კვირას ტესტირება ერთ-ერთი მოხალისის გარდაცვალების გამო შეჩერდება. თუმცა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ფაქტს კორონავირუსთან კავშირი არ ჰქონია, ცდები განახლდა.

ამ ეტაპზე უკვე სამი ვაქცინის შემქმნელებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი პრეპარატების ეფექტიანობა 90%-ზე მაღალია. საუბარია ამერიკულ, გერმანულ და რუსულ ვაქცინებზე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: