ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და იმედია, ყველაფერი კარგად წავა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ტესტის პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია, ,-ამის შესახებ გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას აქტიური კონტაქტი ჰქონდა პირებთან, ვისაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ, რის გამოც, თავად თვითიზოლაციაში გადავიდა.  

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი სიმპტომები არც თუ მძიმეა.

„ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, ორივე რისკ ჯგუფებს წარმოვადგენთ, ჩვენ მეგობრები ვართ, მქონდა მის მეუღლესთან საუბარი. დეტალებში არ ჩავალ, ეს პერსონალური ინფორმაციაა, თენგიზი ინფიცირებულია, ამ ეტაპზე მე ჯერ -არა. რამდენადაც ვიცი, მას აქვს გამოხატული სიმპტომები, მაგრამ არც თუ მძიმეს. დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები და იმედია, ყველაფერი კარგად წავა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: