ებრაელი ექიმი ყველას მოუწოდებს, დაიმუშაონ ნესტოები ლიმონის წვენით და ერთდროულად მოსპონ ვირუსი მთელ მსოფლიოში

Nusagi

ისრაელში მცხოვრები ექიმი, იოსებ ვოსკი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, ადამიანებმა 2 -3 დღეში ერთხელ, 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენში დასველებული ბამბა ცხვირის ნესტოებში უნდა გამოისვან. მისი თქმით, ეს უმარტივესი მეთოდი საუკეთესო საშუალებაა ვირუსის გასანადგურებლად. 

ექიმი ამბობს, რომ ასევე საჭიროა, მცირე ოდენობით ლიმონის წვენის მიღებაც, რათა კორონავირუსი ყელშიც განადგურდეს.

​„საჭიროა, ყურის ჩხირზე დაახვიოთ მოზრდილი ბამბა, დაასველოთ ლიმონის წვენში და ორივე ნესტოში ღრმად და რაც შეიძლება კარგად გამოისვათ. თუ ამის შემდეგ ვირუსი მაინც მოხვდა ცხვირში, მას სჭირდება 4-5 დღე ინკუბაციისთვის, თქვენ კი, 2 ან 3 დღეში კვლავ გაიმეორებთ ამ პროცედურას. თუ ყველა ახლად დაინფიცირებული ადამიანი, რომელსაც გამოუვლინდება პირველი მარტივი სიმპტომები, ჩაიტარებს ამ პროცედურას, ეპიდემიას გავრცელების საშუალება მოესპობა. ამას არ სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგის ნებართვა. ყველამ ერთად რომ ეს გააკეთოს, ჩვენ დავამარცხებდით იმას, რასაც მივყავართ ეპიდემიამდე, ანუ ვირუსისთვის საჭირო ადამიანურ რეზერვუარს. ვირუსზე ზემოქმედება ადვილია, ის სუსტია და მოქმედებს იმის გამო, რომ ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ. გთავაზობთ, ყველამ მიიღოთ მონაწილეობა. რაც დაგჭირდებათ, ეს არის მხოლოდ ჩხირი, ბამბა და ლიმონი“,-აცხადებს ალექსანდრ ვოსკი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: