თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, ქუჩის ოპოზიციად დარჩება

Nusagi

მეც ოპოზიციის ამომრჩეველი ვარ და მათ ხმა იმიტომ მივეცი, რომ მინდოდა პარლამენტში ყოფილიყვნენ – მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩუგოშვილის შეფასებით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიაღწევს, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია ქუჩის ოპოზიციად დარჩება, ხოლო ხელისუფლებას აღარაფერი დააბალანსებს. მისივე თქმით, ეს არის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახით, ყველაზე ცუდი პროცესებია მოსალოდნელი.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, მთელი რიგი პროცესებია ჩასატარებელი, რაც ცესკოს ხელახალ დაკომპლექტებასა და საარჩევნო წესების შეცვლას გულისხმობს და პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს. ამ კონტექსტში ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოქმედმა ცესკომ ვერანაირად ვერ გააჩინა განცდა იმისა, რომ საარჩევნო პროცესს სწორად წარმართავდა, რითაც ოპოზიციას მისცა საფუძველი, რომ ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური მოცემულობა იყოს.

“ოპოზიცია ფიქრობს, რომ ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, თუკი ახლა არ შევა პარლამენტში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენად არის გარანტირებული. დღეს არის ასეთი მოცემულობა – ყველა მნიშვნელოვანი გარე აქტორის მხრიდან ოპოზიციის მიმართ არის მოწოდება: გავიგეთ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, ეს არის ცუდი და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ეს გამოსწორდეს, მაგრამ ევროპარლამენტი, აშშ-ი, ეუთო, ევროსაბჭო ოპოზიციას მაინც მოუწოდებს, რომ პარლამენტის გზით იარონ. მეორე გზა არის, რომ შეიძლება გარედან მოგიწოდონ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულბა, ის თუ რას ფიქრობს ხალხი.

თუკი ხალხის უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ჩატარებულმა არჩევნებმა მათი ნება არ გამოხატა, მაშინ ეს საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ფორმით უნდა გამოიხატოს. მხოლოდ პარტიის აქტივისტების შეკრება ამისთვის საკმარისი არ არის – ეს სხვა ფორმებითა და მასშტაბით უნდა გამოჩნდეს. ჩემი განცდააა, რომ დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად არასტაბილურობის, მძიმე კრიზისებისა და დესტაბილიზაციის ეშინია. მთავარი შიში არის დესტაბილიზაციის შიში. ამიტომ ამ მოცემულობაში, როდესაც არ არის გარე მხარდაჭერა, ხოლო ქვეყნის შიგნით არის დესტაბილიზაციის შიში, ეს რამდენად დაეხმარება ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოახერხონ, არ ვიცით“, – განაცხადა

Facebook Comments
%d bloggers like this: