მეცნიერი: პროდუქტებიდან COVID-19-ით დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია

Nusagi

ცუდად გარეცხილი პროდუქტიდან COVID-19-ით დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია, თუმცა მაღაზიაში სიარული საშიშია,-ამის შესახებ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, ალექსეი არგანოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა იმის მტკიცება, რომ პროდუქტიდან ვინმეს კორონავირუსი გადაედება. თუმცა, მაღაზიაში სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი დიდ რისკს წარმოადგენს.

„როდესაც არ არის 2 -მეტრიანი დისტანცია დაცული, ვიღაც თქვენს გვერდით საუბრობს, ან ახველებს, ამ დროს ინფიცირება შესაძლებელია“,-განაცხადა მან. 

მეცნიერის განცხადებით, დიდია ინფიცირების რისკი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მისი თქმით, მიწისზედა ტრანსპორტი შედარებით უსაფრთხოა, თუმცა მეტროში ინფიცირების მეტი შანსია.

პროფესორის რჩევაა, ადამიანებმა თავი შეიკავონ ნათესავებთან კონტაქტისგან, თავი აარიდონ ოჯახურ წვეულებებს, თუმცა მოხუცების უყურადღებოდ დატოვებაც ამორალურია. რაც იმას ნიშნავს, რომ „თითოეულმა საკუთარი ტვინით უნდა იმოქმედოს და განსაზღვროს როგორ მოიქცეს“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: