საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა – 664, იმერეთი – 538, ქვემო ქართლი – 243, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 238, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 689, აჭარაში – 928, იმერეთში – 1 185. მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 145, იმერეთში – 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 – აჭარაში, 1 203 – თბილისში, ხოლო 322 – იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 16 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში – 18 066, იმერეთში – 5 236″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: