თავდამსხმელმა მოთხოვნები გაახმოვანა: წამლების გაიაფება, აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხების პროცენტის დაწევა

Nusagi

მაქვს მოთხოვნები, მაგრამ ვინ მისმენს, თუ გააპოლიტიკურეს, კარგია,-ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მოთხოვნების ჩამოთვლა წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა მამაკაცმა, რომლის სახელი და გვარია სავარაუდოდ, ლევან ზურაბაშვილი.

მან ფეისბუქის ლაივჩართვაში თავისი მოთხოვნები გააჟღერა:

„პირველი: შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი, ვინც ადრე იყო  და აიკრძალოს ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშები. არ აქვს მნიშვნელობა, ყველანაირი. ბანკებს მიეცეს უფლება, წლიური მხოლოდ 7%, -ის,. ვისაც აქვს აღებული სესხები, შეუმცირონ 7 %-მდე. ბანკებმა შეჭამეს ხალხი, დააცადონ რა პანდემიამდე, საიდან უნდა მისცენ ფული,. მოხუც ხალხს აძლევთ 250 ლარ პენსიას, წამლები გაუძვირეთ და იმასაც ვეღარ ყიდულობენ, მიეცით ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10 % მოგების უფლება. პარლამენტარები უნდა ადგნენ და თქვან, ეთანხმებიან თუ არა. მერე მიხვდება ხალხი, ვინ აირჩიოს, ახლა კიდევ, მინდა, რომ ყველა გავერთთიანდეთ, ვისაც ეს პრობლემა გვეხება, ვისაც უფლის გწამთ, გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა“,-განაცხადა თავდამსხმელმა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: