ოჯახური წყევლა? უიტნი ჰიუსტონის 28 წლის გერი გარდაიცვალა

Nusagi

უიტნი ჰიუსტონის ყოფილი მეუღლის, ბობი ბრაუნის შვილი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის ბობი ბრაუნი-უმცროსის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში გარდაიცვალა სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში. მომღერალი აბაზანაში დაიხრჩო. გარდაცვლილის სისხლში საძილე პრეპარატისა და მარიხუანას კვალი აღმოჩნდა. იმ პერიოდში ჰიუსტონი კაკაინზე იყო დამოკიდებული და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. პოლიციამ კრიმინალის კვალი გამორიცხა.

სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი კრისტინა ბრაუნი. 21 წლის გოგო მისმა შეყვარებულმა აბაზანაში იპოვა. კრისტინა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, თუმცა იმავე წლის ივლისში გარდაიცვალა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: