დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის გამარჯვება, რომელსაც მხარი საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ დაუჭირა

Nusagi

არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც პანდემიასთან და ბევრ სხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ჩვენმა ქვეყანამ ყველა მიმართულებით და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩემი არჩევანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების მე-2 ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ ამომრჩეველს არჩევნებზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როცა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის გამარჯვება, რომელსაც მხარი მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ დაუჭირა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ, როგორიც არჩევნების პირველ ტურში გამოვლინდა.

ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე პირველ ტურში იყო, აქედან გამომდინარე ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ დღევანდელ დღესაც იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად არის მნიშვნელოვანი. არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც პანდემიასთან და ბევრ სხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ჩვენმა ქვეყანამ ყველა მიმართულებით და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩემი არჩევანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: