დღეს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთავარანგელოზობის დღესასწაული აღნიშნა

Nusagi

მთავარანგელოზობას წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა – გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.


საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში, ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ.

საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: