ესტონეთში გადადგა განათლების მინისტრი, რომლის შვილებიც მის მძღოლს დაყავდა სკოლაში

Nusagi

ესტონეთის განათლების და მეცნიერების მინისტრი მაილი რეპსი თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ მისი შვილები სამსახურეობრივი მანქანით დაჰყავდათ. ამის შესახებ Delfi იუწყება.

ქვეყნის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა გადადგომის შესახებ მინისტრის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა. თანამდებობის დატოვების მიზეზი გამოცემა Õhtuleht-ის სტატია გახდა, რომელში ნათქვამი იყო, რომ მინისტრის მძღოლს ქალის ბავშვები სკოლასა და საბავშვო ბაღში დაჰყავს. 

„ბოლო კვირა ყველაზე მძიმე იყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში. მე ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრის და დედის როლი ერთმანეთს შევუთავსე. ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა და ბოდიშს ვიხდი“,-განაცხადა რეპსმა.

მისი თქმით, თავისი შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სურს. რეპსი პარლამენტის დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს. 

პრემიერ-მინისტრ იური რატასის თქმით, რეპსის გადადგომა მისთვის მძიმე დარტყმაა. ის აცხადებს, რომ რეპსი საუკეთესო მინისტრი იყო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: