მალე დაიწყება კრიზისი-პანდემია, ეკონომიკური პრობლემები, ვფიქრობ, პოპკორნი უნდა ვიყიდოთ

Nusagi

ძალიან მალე გველოდება კრიზისი, რომელსაც გამორიცხულია, რომ გვერდი აუარონ, -ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა,

მისივე თქმით, ქვეყანაში მალე დაიწყება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ურჩია გადაცემის წამყვანს ინგა გრიგოლიას, ასევე  სტუმრებს ელისო კილაძეს და ნინო ჯანგირაშვილს, იყიდონ პოპკორნი და უყურონ პროცესებს.

„კრიზისში იგულისხმება პანდემია. პოლიტიკურ კრიზისს სულ უფრო მეტად შეეფერთხებიან, (სავარაუდოდ, შეეფეთებიან. რედაქცია) როდესაც იქ შევლენ. კიდევ სხვა რიგი პრობლემების გამო. იგივე პანდემია, ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ახლა დაიწყება, ქვეყნის ჩაკეტვას აპირებენ ისევ. მოკლედ, ამ ყველაფერს ქართული ოცნება ვერ აწევს, ჩვენ ხომ ვიცით მათი შესაძლებლობები და ამიტომ, ვფიქრობ ჩვენ ახლა პოპკორნი უნდა ვიყიდოთ და ვუყუროთ პროცესებს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: