გეგმის თანახმად, სხვადასხვა ბიულეტენზე ერთნაირი წარწერა გაჩნდა

Nusagi

სოციალურ ქსელში გავრცელდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენის ფოტოები წარწერით: “ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა!!!”

ფოტოების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  რომ  “დესტრუქციული ოპოზიციის” ლიდერებმა მხარდამჭერებს ასეთი დავალება მისცეს. 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი, ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.”- აცხადებდა მამუკა მდინარაძე. 

აღსანიშნავია, რომ ფოტოებზე იდენტური ტექსტია და ბოლოში ყველას 3 ძახილის ნიშანი აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: