საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Nusagi

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ასევე, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 – გრიგოლ შუშანია და №41 – იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებიან.

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: