ბრიტანელ მამაკაცს ინდოეთში ყველაფერი დაემართა: კოვიდ19, მალარია, დენგე და ბოლოს გველმა უკბინა

Nusagi

ბრიტანელმა მამაკაცმა, რომელიც ინდოეთში საქველმოქმედო მიზნებისთვის იმყოფება, ყველაფერი გადაიტანა- კოვიდ19, მალარია, დენგეს ციებ-ცხელება, საბოლოოდ კი, შხამიანმა გველმა უკბინა.

თავდაპირველად საავადმყოფოში ეგონათ, რომ იან ჯონსს კორონავირუსი მეორედ დაემართა, თუმცა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. როგორც გაირკვა, მას შხამიანმა გველმა უკბინა, რაც ინდოეთის დასავლეთ ნაწილში საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. 

ამჟამად ბრიტანელი ქველმოქმედი, რეპტილიის თავდასხმის შედეგებს – მხედველობის დაკარგვას და მოძრაობის პარალიზებას ებრძვის. ექიმების თქმით, ეს დროებითი სიმპტომებია და პაციენტი მალე გამოჯანმრთელდება. 

თავად მამაკაცს მიაჩნია, რომ ყველაფერს კარმა წყვეტს: ცოცხალი იმიტომ არის, რომ მოხალისედ მუშაობს და ბევრ სიკეთეს აკეთებს. მას პანდემიის გამო ოჯახში დაბრუნება არ შეუძლია, ვებგვერდზე gofundme ახლობლებმა იან ჯონსის დასახმარებლად ანგარიში გახსნეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: