„ესპანური გრიპი“-ედვარდ მუნკი

Nusagi

1917-1919 წლებში ევროპაში საშინელი გრიპი გავრცელდა, რომელსაც მოგვიანებით „ესპანური გრიპი“ უწოდეს. ინფექციამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, გადარჩენილებს კი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. 

იმ პერიოდში, ესპანური გრიპით ცნობილი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკიც დაინფიცირდა, თუმცა  ვერაგი ვირუსის დამარცხება შეძლო. გამოჯანმრთელებისთანავე ფუნჯს მოკიდა ხელი და მთელი სიცხადით გადმოსცა, თუ რამდენად დათრგუნული იყო ავადმყოფობის დროს. მუნკის ტილოზე კარგად ჩანს, თუ რა ახლოს იყო ის სიკვდილთან.  

ედვარდ მუნკმა მალე კიდევ ერთი ავტოპორტრეტი შექმნა, რომელსაც „ავტოპორტრეტი ესპანური გრიპის შემდეგ“ ჰქვია. მან 80 წლამდე იცოცხლა, ვირუსს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. 

ორტრეტი „ესპანური გრიპის“ შემდეგ. 1919 წელი.
Facebook Comments
%d bloggers like this: