კარლ ჰარცელი – სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, სადაც მისი წევრები აიღებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ მოქალაქეებმა დააკისრეს

Nusagi

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპული გზა.

“გასულ პარასკევს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ოპოზიციასთან, რაც იყო ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი. შეხვედრის მიზანი იყო მოგვენახა სამომავლო განვითარების გზები საქართველოსა და მისი პარლამენტისთვის. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია. ასევე საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპული გზა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობებისთვის”,- აცხადებს ჰარცელი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, კარლ ჰარცელი პასუხობს:

„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბოლოს მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, სადაც მისი წევრები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს. ეს ისაა, რასაც ჩვენ ველოდებით და რისი მიღწევაც გვინდა. პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს”,- აცხადებს ჰარცელი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: