საუბრის დასასრულს ჯილა @ლე ხარ თქო რომ უთხარი, გაუკვირდა და ეწყინა

Nusagi

სამხედრო ვეტერანი,ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ოთხი დღის წინ, ღამით, ჩემი უფროსი ქალიშვილი, მწვავე მუცლის ტკივილმა შეაწუხა.
ვინაიდან სასწრაფოს დროული გამოძახება პრობლემა გახდა(ამისთვის ყველა ზომა იხმარა ნაც-ანალებმა და მათმა ბიოლოგიურმა ტერორისტ-კანტეინერებმა), მეუღლემ თავისი მანქანით გადაიყვანა არამიანცის საავადმყოფოში.

მორიგე ექიმის შემოწმების, ექოსკოპია და ანალიზების პასუხის შემდეგ, გაირკვა, რომ ბრმა ნაწლავი იყო გართულებული და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა.

ოპერაციის შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ საკმაო ცუდ დგომარეობაში იყო ბრმა ნაწლავი, შესაძლოა გართულებები მოყვეს, ამიტომ დაზღვევის მიზნით, რამდენიმე დღე დავტოვებთ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშო.

გუშინ აღებულმა ანალიზებმა, ყველაფერი წესრიგში აჩვენა და დღეს დილით გამოწერეს. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, საყოველთაო დაზღვევის და სტუდენტური დაზღვევის პროგრამის მიხედვით, ჩემს მიერ გადახდილი თანხის რაოდენობა შეადგენს მხოლოდ კვებისთვის გადახდილ 60 ლარს.

—————————————————————-

არაფერი ისეთი, ჩვეულებრივი ოჯახური ბანალური ისტორიაა.
უბრალოდ ბევრი გაკივის ტელე-ეთერებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, თუ როგორ ჩამოიშალა ჯანდაცვის სისტემა და აშ.

——————————————————————–

მერე 2011 წელი გამახსენდა, როცა ჩემი მეზობლის ცოლს შეექმნა იგივე პრობლემა. ხუთი დღე იწვა ქალი საავადმყოფოში, ბრმა ნაწლავის გართულებული ოპერაციის შემდეგ. ჯერ მიმღებში მანამდე იჯდა ტკივილიდან გამწარებული ქალი, სანამ მისმა ქმარმა 1500 ლარი არ ჩარიცხა ოპერაციისთვის.
მერე 2000 ლარი კიდევ გადაახდევინეს სანამ გამოწერდენ, რადგან ხუთი დღის მანძილზე დამატებითი ხარჯები გაიღო საავადმყოფომო.

ამ ჩემმა მეზობელმა, ეს პირველადი შესატანი 1500 ლარი, ხელზე არ აღმოაჩნდა, ვერც სხვაგან იშოვა უცებ. რაც მოიფიქრა, ის იყო, რომ მანქანა რომლითაც ტაქსაობდა და ოჯახს არჩენდა დაალომბარდა.
მომდევნო 2000 ლარის შესატანი თანხის გამო კი, მოგვიანებით უბრალოდ გაყიდა ეს მანქანა.

რამდენიმე ხნის მერე, რადგან მანქანის ფული საავადმყოფოში დატოვა, უკვე ქირით სხვა მანქანა აიყვანა და კვლავ ტაქსაობით არჩენდა ოჯახს.

—————————————————————-

აქაც არაფერი თითქოს განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბანალური ისტორიაა, ყველას გაგვივლია და გვქონია შეხება მაშინდელ ჯანდაცვის სისტემასთან.

მაგრამ ამ მეორე ისტორიის მარაზმი ის არის, რომ ეს ჩემი მეზობელი ამ არჩევნების წინა პერიოდში მიმტკიცებდა, რომ:
მიშას მობრუნება, ქვეყნის ერთადერთი გადარჩენის შანსიაო!

P.S. საუბრის დასასრულს “ჯილა @ლე ხარ თქო“ რომ უთხარი?!
გაუკვირდა და ეწყინა, ოღონდ დღემდე ვერაფრით მივხდი, რა ეწყინა და რატომ?!“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: