ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ისევ ძალაშია

Nusagi

22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაშია.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, შეზღუდვები წინა ორი დღის განმავლობაში, გამონაკლისის სახით გაუქმებული იყო.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: