3 წლის წინ ტერორისტების ტყვიამ სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი იმსხვერპლა, მაჩალიკაშვილის მამა კი ნაცების გმირად იქცა და მორალს გვიკითხავს- ლევან ნიკოლეიშვილი

Nusagi

სამი წლის წინ ბერი სალოსის ქუჩაზე გამაგრებულმა ტერორისტებმა, არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადრება მიიპყრო. სამწუხაროდ ტერორისტების ნასროლი ტყვიებით დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი ივანე გოლაშვილი,-ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღირსეული ქართველი ვაჟკაცი ივანე გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა.

„როგორც მისი ოჯახი, როგორც მარიამი და გიორგი მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო!
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტებს რომლებიც, ლამის ნახევარი საქართველოს აფეთქებას ფიქრობდნენ მოკავშირებიც ჰყავდათ, მათ შორის მაჩალიკაშვლის ოჯახი, სამწუხაროდ ამ ტერაქტის შემდეგ მაჩალიკაშვილის მამა ნაცმოძრაობის გმირი გახდა და უტიფრად მორალს გვიკითხავს სხდასხვა ტელესივრცეებიდან.
ტერორისტების გეგმა სამართალდამცავებმა და სპესამსახურებმა ჩაშალეს, ტერორისტები ლიკვიდრებული იქნა… საქართველოს კიდევ ერთი გმირი ვანო გოლაშვილი შეემატა! დიდება გმირებს!“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: