პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე ისტერიკაშია, არ შევალ პარლამენტშიო, ვიღაცამ აუხსნას, რომ არ აურჩევია ხალხს და სად უნდა შევიდეს

Nusagi

კი ბატონო, ჩავატაროთ 2 თვეში ერთხელ არჩევნები და ყოველ ორ თვეში რომ მოვუგებთ, ეს ხომ უსასრულო წრეზე გაგრძელდება. არ შესწევთ ამ ადამიანებს უნარი, რომ აღიარონ დამარცხება,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პოსტვ-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება და იმედია, ოპოზიციიდან ვიღაც მოახერხებს და თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგიდან თავს დააღწევს.

„დასავლელი ჩვენი პარტნიორებიდან იმდენი ადამიანი აკეთებს მოწოდებას, რომ ვერც ვიმახსოვრებ. გადახედოთ წარსულს, ეს ხალი იყო პარლამენტში, მაგრამ რითი იყვნენ ისინი დაკავებული. გაზი გაუშვეს და ხალხი დაწამლეს. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. 

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს,  გამოდის და ისტერიკაშია, არ შევალ პარლამენტშიო, ამ ადამიანს ვინმემ აუხსნას, რომ არ აურჩევია ხალხს და სად უნდა შევიდეს, არ აქვს 1%. მოლაპარაკებებზეც ის ხალხია, ვისაც გადალახული აქვს 1 % და რა უნდა ელაპარაკო“,-აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.

მისივე თქმით, ეს არჩევნები იყო საბოლოო წერტილი, სადაც გაფორმდა პრეისტორიული პოლიტიკოსების დასასრული. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,342 ნახვა
%d bloggers like this: