მეცნიერება

სესილი გოგიბერიძე: დაიყარა ვაქცინები, 2021 გარდამტეხი წელი უნდა იყოს

Nusagi

დაიყარა ვაქცინები. ცოტაც უნდა გავუძლოთ,- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი სესილი გოგიბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ვარაუდით, , 2021 წელი გარდამტეხი უნდა იყოს.

„ოქსფორდის ვაქცინის ეფექტიანობა 70%- დან 90- მდე გაიზრდებაო, თან იაფი და ადვილად ტრანსპორტაბელურია. 2021-ში 3 მილიარდს ვაწარმოებთო ანუ 1500 000 000 ადამიანს ეყოფა. ცოტაც უნდა გავუძლოთ

 2021 გარდამტეხი წელი უნდა იყოს. სხვა ვაქცინებიც მოდის, ბელგიური და კიდევ სხვები. ძალიან საინტერესო ინფორმაციებია. ინგლისს უკვე დეკემბერში ექნება 100 000 000. ასე რომ ერი აიცრება. ახლა ჯერი ხალხზეა. ნიჰილიზმი უნდა გარდატყდეს“,-წერს სესილი გოგიბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, The New York Times-ში გამოქვეყნდა საგანგაშო სტატია, რომლის მიხედვითაც ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო რეგისტრირებული ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 95.9 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლიდა. შემდეგ სიაში ლუქსემბურგი, მონტენეგრო და სერბეთი მოდიან. შედარებისთვის, რუსეთში ეს მაჩვენებელი 16 ახალი ინფიცირებულია, თურქეთში 5.6, უკრაინაში 29, სომხეთში 43, აზერბაიჯანში კი 25-ია. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,475 ნახვა
%d bloggers like this: