საზოგადოება

“სოც-აქტივისტის” მეხოტბეები მძევლების მიმართ არ იჩენენ მგრძნობელობას და ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა

Nusagi

მწერალი ლაშა ბუღაძე წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეჭრილ პირთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.

“მიკროსაფინანსოს “კაკო ყაჩაღმა” ის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედეს “ჰუმანისტს”? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტს “სოც-აქტივისტის” გულაჩუყებული მეხოტბეები – მძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!

მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართ… ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძა – მართალია, უფრო “ვეგეტარიანული” ფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურ “პერფორმანსს”, და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა”- წერს ლაშა ბუღაძე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,847 ნახვა
%d bloggers like this: