პოლიტიკა

ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა, არის სამარცხვინო, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის

Nusagi

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი, ამავე დროს არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ​“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,046 ნახვა
%d bloggers like this: