პოლიტიკა

ჩვენ ვერ მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დარწმუნება, რომ კეზერაშვილს დღემდე აქვს დალაგებული ხელისუფლებასთან

Nusagi

ივანიშვილი და სააკაშვილი, ეს ორი ადამიანი არის ორი ავტორიტარული სისტემა და საჭიროა მათი გაწევა ქართული პოლიტიკიდან. ისინი არიან სისტემის ორი მხარე,-ამის შესახებ „ჩვენი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა რომ ვანიშვილი ჩაანაცვლოს, ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება.

„საქართველოში არჩევნებზე დაიხატა ორპოლუსიანობა, ეს არის არჩევანი ივანიშვილს და სააკაშვილს შორის, რაც ძალიან მძიმეა. სანამ ეს არჩევანი იქნება აქტიურად, ჩვენი ქვეყანა განწირულია ძალიან ბევრი ცუდი რაღაცისთვის, სულ იქნება გაყალბებული არჩევნები, სიღარიბე და ერთი და იგივე წრეზე ტრიალი. ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ამ 2 პოლიტიკოსისგან, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ფულს ხარჯავს. მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საქართველოდან ნაკლები ფული წაიღო“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მომხრეები მისი პოლიტიკური ძალის ელექტორატი არასდროს ყოფილა.

.„მე სააკაშვილის მომხრეებზე არასდროს მიმუშავია, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დარწმუნება, რომ მაგალითად, კეზერაშვილი ნავთობს ყიდის საქართველოს გავლით სომხეთში დაბალი ტარიფით, რომ მას დღემდე აქვს დალაგებული ხელისუფლებასთან, რომ ხელისუფლება ამ ხალხს აძლევს თანხის გენერირების საშუალებას. ჩვენ აგრეთვე ვერ მოახერხეთ დაგვერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ ხმა არ მიეცა კონცელიძისთვის და აერჩია მარიამ ჯაში, რადგან კონცელიძე არის როინ შავაძის საქმის ერთ-ერთი გამპრავებელი“,-განაცხადა მან.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მისი პოლიტიკური ძალის ხარჯზე გააყალბა, თუმცა „ჩვენი საქართველო“ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბრძოლას არ აპირებს. 

„რომ ამოიღოთ ოცნების შეკრული ბიულეტენები, იქ აღმოაჩნთ ძალიან ბევრ ჩვენს ბიულეტენს. ჩვენ ვერ დავიცავით ხმები. თუმცა გაყალბებული არჩევნები არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილთან დავდგეთ. ნაციონალური მოძრაობის ბრძოლა ჩემთვის იგივე სააკაშვილის ბრძოლაა. თუმცა, ყველამ იბრძოლოს, ჩვენ ხომ ხელს არ ვუშლით, შევლენ თუ არ შევლენ, ამასაც არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე ვიცი, რომ 8 წლის მანძილზე წყალში ჩაყრილია ჩვენი ოცნება  თავისუფალ სასამართლოზე, დეპოლიტიზირებულ პროკურატურაზე, პოლიციაზე.სააკაშვილს უნდა ძველი დიდების დაბრუნება, იგივე სისტემის ხელში ჩაგდება, თქვენ გგონიათ რამეს გამოცვლის? ივანიშვილს ჩაანაცვლებს სააკაშვილი . რამე რომ შეიცვალოს, იგივე სასამართლო იქნება, იგივე პროკურორები, იგივე კორუფციული სისტემები და ივანიშვილის მაგივრად იქნება სააკაშვილი. შეიძლება მათიკაშვილის მაგივრად პარლამენტში შევიდეს აკო მინაშვილი“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,385 ნახვა
%d bloggers like this: